01:16 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 13:20:33, 754 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს თავდაცვისთვის ყველაფერი ჰქონდეს

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს თავდაცვისთვის ყველაფერი ჰქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მის გუნდს ისრაელთან, ეგვიპტესთან, იორდანიასთან და სხვა არაბულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს.

ამასთან ერთად, როგორც ბაიდენი აღნიშნავს, აშშ მუშაობს "ჰამასის" მიერ გატაცებული ამერიკელების დასაბრუნებლად და კომუნიკაცია აქვთ გატაცებულების ოჯახის წევრებთან.  

"რაც უფრო მეტი თავდასხმის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, მით უფრო საშინელი ხდება ის. 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 27 ამერიკელი. ამ ხალხის ფონზე "ალ-ქაიდა" წმინდანად გამოიყურება. ისინი სუფთა ბოროტება არიან. თავიდანვე ვთქვი, შეერთებული შტატები ისრაელის გვერდით დგას. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, ახლა კი იქ თავდაცვის მდივანი ოსტინია.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად და ამ თავდასხმაზე რეაგირებისთვის სჭირდება. ჩემთვის ასევე პრიორიტეტულია, დაუყოვნებლივ გადაიჭრას ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში. ჩემი განკარგულებით, ჩვენი გუნდები მუშაობენ რეგიონში, მათ შორის პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიისა და სხვა არაბული ქვეყნების მთავრობებთან და გაეროსთან, რათა მოვიძიოთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ "ჰამასის" თავდასხმის ჰუმანიტარულ შედეგებს. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ფაქტი, რომ პალესტინელთა უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო "ჰამასთან" და "ჰამასის" საზარელ თავდასხმებთან. შედეგად ისინი იტანჯებიან", - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics