|
2023-10-14 12:20:21, 709 ნახვა
საზოგადოება
„დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება /გადამზადების გზით“ პროგრამის ფარგლებში, 48 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა.
,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება /გადამზადების გზით’’ პროგრამის ფარგლებში, 48 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ქობულეთში, კოლეჯ ,,ახალი ტალღა’’ - ში გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ კახიძე ესწრებოდნენ. ,,ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს სასწავლო პროცესის დასრულებას და ვუსურვებ წარმატებებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, მათგან უმეტესობა უკვე დასაქმებულია, რაც ხაზს უსვამს პროგრამის აქტუალობას, შესაბამისად მასში ჩართულ ყველა მხარეს ვულოცავ და კიდევ უფრო ნაყოფიერ, შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო წლებს ვუსურვებ" - აღნიშნა მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრემ. ღონისძიებაზე პროგრამის მოსარგებლეებს გადაეცათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი და ასევე, თითოეულ პროფესიულ ჯგუფში წარმატებულ კურსდამთავრებულებმა მიიღეს სამუშაო იარაღი, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პარალელურად ჩატარდა პროფესიების ინფო ტური და მოწვეულ სტუმრებს, კურსდამთავრებულებს, პედაგოგებთან ერთად, შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა პროფესიების პრაქტიკულ აქტივობაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)