|
2023-10-13 23:57:12, 897 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია
ყველამ იცის, რომ ჩვენ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ლომებივით ვიბრძვით - ამ სიტყვებით მიმართა ხალხს ისრაელის პრემიერმინისტრმა ომის მე-7-ე დღის ბოლოს. ნეთანიაჰუს თქმით, დღეს ესაუბრა იმ ოჯახებს, რომლებმაც ერთი კვირის წინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ”ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს და არასოდეს ვაპატიებთ. ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს, დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენია ებრაელ ხალხს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. მტრებს უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ, რა იქნება შემდეგ. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერები", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)