|
2023-10-13 14:35:17, 699 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი იორდანიაში მაჰმუდ აბასს შეხვდა [ვიდეო]
ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი მეთიუ მილერი ავრცელებს. მილერის თქმით, შეხვედრაზე მათ ისრაელში განვითარებული მოვლენები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს. მისივე თქმით, ენტონი ბლინკენი იორდანიის მეფე აბდულ II-საც შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჰამასი არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებასა და თვითგამორკვევის უფლებას", "ბლინკენმა და მეფე აბდულამ განიხილეს "ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, სანამ ისრაელი ტერორიზმისგან თავის დასაცავად უსაფრთხოების ლეგიტიმურ ოპერაციებს ატარებს",- განაცხადა მილერმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში დღეს, 13 ოქტომბერს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)