01:29 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 10:10:38, 638 ნახვა

მსოფლიო
ისრაელს დღეს ლოიდ ოსტინი ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ლოიდ ოსტინი შეხვედრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრებთან გამართავს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინამდე ისრაელს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტუმრობდა.

აღსანიშნავია, დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლაც ჩავლენ.

მანამდე 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იმყოფებოდა. 

ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics