|
2023-10-12 18:35:28, 680 ნახვა
მსოფლიო
IDF-ის ხელმძღვანელი - ისრაელი თავდაცვის ძალებმა შაბათის თავდასხმა ვერ აღკვეთეს, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ბრძოლის დროა
ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზას სექტორთან მიმდებარე რაიონში ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ჰერცი ჰელევმა გნაცხადა. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლები ქვეყანაში დააბრუნოს. "ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზის სექტორთან მიმდებარე რაიონში ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. შევისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა. ხუთი დღე გავიდა სასტიკი ინციდენტის შემდეგ. ჰამასის მკვლელი ტერორისტების, ადამიანის ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი ცოლებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა არის ცხოველური და არაადამიანური. IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები", - განაცხადა IDF-ის ხელმძღვანელმა. ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 400-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)