01:40 - 29 May, 2026
|
2023-10-12 09:29:03, 699 ნახვა
მსოფლიო
გაერო - ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 330 000-ს გადააჭარბა
"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 330 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელი მძიმე საპასუხო იერიშებს ახორციელებს, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. „გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს სკოლებს აფარებს თავს“,- ნათქვამია გაეროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)