|
2023-10-11 10:31:48, 785 ნახვა
საზოგადოება
ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე განხილულ იქნა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა და პროგრამული სიახლეები. "კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო მოწოდება ძუძუს კიბოზე სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობაზე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას. კონფერენციის მონაწილეებს მომხსენებლებმა საქართველოში მოქმედი „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა გააცნეს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები, მიზნობრივ პოპულაციებში. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ოჯახის ექიმის დახმარებით, ისე - ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://booking.moh.gov.ge/ ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით გაიმართა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)