|
2023-10-11 09:33:01, 1060 ნახვა
მსოფლიო
კანადა ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს
კანადა ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC კანადის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მელანი ჯოლიზე დაყრდნობით ავრცელებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობა ევაკუაციის განხორციელებას კანადის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების გამოყენებით გეგმავს. "ეს ფრენები ხელმისაწვდომი იქნება კანადის მოქალაქეებისთვის, მათი მეუღლეებისთვისა და მათი შვილებისთვის, ასევე კანადის მუდმივი რეზიდენტებისთვის, მათი მეუღლეებისთვის და მათი შვილებისთვის",- განაცხადა მელანი ჯოლიმ. მისივე თქმით, მთავრობა ასევე მუშაობს სხვა ვარიანტებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თელ-ავივის აეროპორტში მისვლას ვერ ახერხებენ. "ჩვენ ასევე ვმუშაობთ დამატებით ვარიანტებზე მათთვის, ვინც ვერ მიაღწევს თელ-ავივის აეროპორტში",- დასძინა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)