01:52 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 17:00:41, 831 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია

ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, "აშშ კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაცია ცდილობდა, მაგრამ არ ადარდებდა ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები".

„უკრაინული კრიზისიც გრძელდება და სამწუხაროდ, ვხედავთ სიტუაციის მკვეთ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახალო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითი. აშშ ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაციას, მაგრამ სამწუხაროდ, არ ადარდებს ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები. პირიქით, ცდილობდა, წინ წაეწია ის საკუთარი წარმოდგენებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და თან ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე“,- განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინება არასდროს ხდებოდა.

"ყოველ ჯერზე პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში, ვგულისხმობ დამოუკიდებელი სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობას",- დასძინა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics