|
2023-10-10 15:16:52, 836 ნახვა
საზოგადოება
Georgian Airways - ისრაელიდან დამატებითი რეისი 12 ოქტომბერს დაინიშნა
ავიაკომპანია Georgian Airways-ის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დამატებითი რეისი 12 ოქტომბერს დაინიშნა. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ დაინიშნა დამატებითი რეისი ისრაელიდან, 12 ოქტომბერს, ისრაელის დროით 17:40 საათზე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს",- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, Georgian Airways-ი თელ-ავივის მიმართულებით რეისის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეისი განრიგის შესაბამისად განხორციელდება. "გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თელ-ავივის მიმართულებით რეისის გაუქმებასთან დაკავშირებით. ისრაელის მიმართულებით, დღეს ჩანიშნული გვაქვს რეისი ადგილობრივი დროით 18:40-ზე, რომელიც განრიგის შესაბამისად განხორციელდება",- ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)