02:05 - 29 May, 2026
|
2023-10-10 14:37:17, 743 ნახვა
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით გამოვიდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით გამოვიდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღაზას სექტორში მდებარე 7 საავადმყოფოში საჭირო სამედიცინო მასალის მარაგი ამოწურულია. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით. აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფანი, რათა ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასალით. ჩვენ ამ საკითხზე პარტნიორ სააგენტოებთან ერთად ვმუშაობთ“,- აღნიშნულია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ უკვე 180 000-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)