|
2023-10-09 17:57:40, 584 ნახვა
საზოგადოება
მერია - წყლისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დოდაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც დღეიდან, დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში, აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდება. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება დოდაშვილისა და ბოლნისის ქუჩების კვეთიდან დოდაშვილის I ჩიხისა და დოდაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დოდაშვილის ქუჩიდან სერგი წულაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წულაძის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვლადიმერ ლობჟანიძის, იან პრიბილის (ჩკალოვის), ბოლნისის ქუჩების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბერი გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევის გამოყენებით. „სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იანვრის ბოლოდან დაიწყება. დოდაშვილის ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად. კერძოდ, სერგი წულაძის, სახალხოს ქუჩისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის პირველი შესახვევიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაივლიან დოდაშვილის ქუჩას და იმოძრავებენ იუნკერების ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N478 მეველეს ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მგზავრებს დოდაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირით გადაიყვანს“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)