02:05 - 29 May, 2026
|
2023-10-09 13:01:31, 637 ნახვა
მსოფლიო
BBC - აშშ-ის სამხედრო ხომალდები ისრაელისკენ მიემართებიან
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ და ისრაელის მხარდასაჭერად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები გაგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, შეერთებული შტატები ისრაელს დამატებით აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალასაც გადასცემს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ USS Gerald R Ford ავიამზიდი, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი რეგიონისკენ მიემართება. თეთრი სახლის ინფორმაციით, შემდგომი სამხედრო დახმარება ისრაელს უახლოეს დღეებში გაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი მოჰყვა ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას, რომელსაც პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა "უპრეცედენტო და შემზარავი" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)