|
2023-10-08 18:36:02, 768 ნახვა
მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 2 156 ადამიანი, ათობით პირი კი, "ჰამასის" წევრებმა ღაზას სექტორში გადაიყვანეს. საზღვრისპირა დასახლებებში შეტაკებები მიმდინარეობს. პარალელურად, 20-მდე დასახლებული პუნქტიდან მოსახლების ევაკუაცია მიმდინარეობს. IDF-ის ცნობით, "ჰამასის" 400-ზე მეტი წევრის ლიკვიდაცია მოახდინეს. შეგახსენებთ, დღეს, 8 ოქტომბერს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. მანამდე კი, ქვეყანამ არაერთი იერიში განახორციელა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს, ისრაელის სამხრეთში მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყო. ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)