|
2023-10-07 23:11:10, 845 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - შეერთებული შტატები არასოდეს დატოვებს ისრაელს
შეერთებული შტატები არასოდეს დატოვებს ისრაელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობამ დაიცვას თავი. - ამის შესახებ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰამასი თავს დაესხა არა მხოლოდ სამხედროებს, არამედ მოკლა მშვიდობიანი მოსახლეობა, გაიტაცა ქალები, ბავშვები და მთელი ოჯახი. ისრაელს აქვს უფლება უპასუხოს ამ აგრესიას, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს მათ გადაწყვეტილებებს. ბაიდენმა გაიმეორა, რომ სხვა მხარეებს არ შეუძლიათ ისარგებლონ ამ სიტუაციით. მან ასევე გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელის შექმნა მისი დაარსებიდან 11 წუთის შემდეგ აღიარა და ეს პოზიცია არასოდეს შეიცვლება. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში სულ მცირე 150 ისრაელის მოქალაქე უკვე დაიღუპა და მინიმუმ 1 ათასი დაშავდა, იტყობინება ისრაელის მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. Al Jazeera, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მინიმუმ 160 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად. დაშავებულია 1000 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)