|
2023-10-07 21:59:20, 865 ნახვა
მსოფლიო
ჰამასმა ისრაელის ცენტრალური ნაწილი კვლავ დაბომბა, დაღუპულია 150 ისრაელის მოქალაქე
ისრაელის ეროვნული სამედიცინო სამსახურის ცნობით, პალესტინელმა ბოევიკებმა რაკეტები გაუშვეს თელ-ავივს, ბატ იამს, რიშონ ლეზიონს და სხვა ქალაქებს ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. დაბომბვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო. ჰამასმა განაცხადა, რომ ღაზას ცენტრში მდებარე 11 სართულიან შენობაზე პალესტინის მაღალსართულიან შენობაზე თავდასხმის საპასუხოდ ისრაელს 150 რაკეტა ესროლა. ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 150 ისრაელის მოქალაქე უკვე დაიღუპა და მინიმუმ 1 ათასი დაშავდა, იტყობინება ისრაელის მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მანამდე 100 დაღუპული იყო. Al Jazeera, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მინიმუმ 160 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად.დაშავებულია 1000 ადამიანი. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 800 დაშავდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ კონტრშეტევა დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)