|
2023-10-07 17:53:26, 873 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, 800 ადამიანი კი დაშავდა
ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში, დაღუპულთა რიცხი 100-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. The Times of Israel-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად 800 ადამიანი დაშავდა. გამოცემის ცნობითვე, "ჰამასის" ათობით ტერორისტმა ისრაელში შეაღწია, სადაც ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები დახვირეს. ამასთან, უმეტესობა სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)