|
2023-10-07 11:49:35, 721 ნახვა
საზოგადოება
მერია - სამგორში, ვარკეთილი 3-ში, 36 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერი ეწყობა
სამგორის რაიონში, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ-ში, 11 700 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, 36 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილზე უკვე მოეწყო დასასვენებელი სივრცეები. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო ბეტონის საფეხმავლო ბილიკები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა და მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცე. "ამასთან, სამგორში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტიც მიმდინარეობს. ფაღავას ქუჩაზე, 3 000 კვ.მ ფართობზე, სადაც აქამდე გრუნტიანი გზა იყო, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ჯამში, სკვერის მოწყობისა და საგზაო პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 934 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა სამგორის რაიონის გამგებელ, კახა სამხარაძესთან ერთად დაათვალიერა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)