|
2023-10-06 12:43:20, 2496 ნახვა
სპეციალური ანონსი
საქართველოს მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ეწვევა
შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. „მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში“,- განაცხადა ორბანმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)