|
2023-10-04 19:42:30, 1157 ნახვა
რეგიონი
კასპის საჯარო სკოლის 50 მოსწავლეს, რომელთაც სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს კომპიუტერები გადაეცათ
კასპის ტექნოპარკში კასპის საჯარო სკოლის 50 მოსწავლეს, რომელთაც 2022/2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს კომპიუტერები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, კომპიუტერები მოსწავლეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს. "წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცა დამსახურებული ჯილდო და წარმატებები უსურვა სწავლის შემდგომ საფეხურზეც", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)