|
2023-09-28 11:51:56, 819 ნახვა
მსოფლიო
ევროსასამართლომ ფეთჰულაჰ გიულენის მომხრე მასწავლებელი გაამართლა
ევროსასამართლომ ფეთჰულაჰ გიულენის მომხრე მასწავლებელზე თურქული სასამართლოს გადაწყვეთილებას მის პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევად სცნო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ 2017 წელს ტერორისტულ დანაშაულებში მსჯავრდებული თურქი მასწავლებელის, იუქსელ იანჩილკაიას უფლებები დაირღვა, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძირითადად დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის (ByLock) სავარაუდო გამოყენებას ეყრდნობოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქი მასწავლებელის უფლებები სამი სხვადასხვა მუხლით დაირღვა: მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-7 მუხლი (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) და მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების უფლება). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთს დაავალა მასწავლებელს 15,000 ევრო გადაუხადოს. ყოფილი მასწავლებელი ფეტულა გიულენის ორგანიზაცია “ფეტოს” სავარაუდო წევრობის გამო 2016 წელს დააკავეს. თურქეთის მთავრობას მიაჩია, რომ 2016 წლის 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის ორგანიზატორი “ფეტოს” დამფუძნებელი ფეტულა გიულენი იყო. აპლიკაცია ByLock-ით კი მხოლოდ მისი ორგანიზაციის წევრები სარგებლობდნენ. https://www.juridice.ro/wp-content/uploads/2023/09/Grand-Chamber-judgment-Yuksel-Yalcinkaya-v.-Turkiye-systemic-problem-of-convictions-for-terrorism-offences-based-on-use-of-ByLock-messaging-application.pdf
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)