02:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 18:03:51, 675 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელზე უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში, პენი პრიცკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსული სუვერენული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის და იურიდიული ჯგუფები "მუშაობენ იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს" ამ აქტივებით.

"ძირითადად, თუ ვიტყვი არა იურიდიული, არამედ მორალური და ეთიკური თვალსაზრისით, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსებმა მიაყენეს უკრაინას, მათ უნდა შეუწყონ ხელი უკრაინის აღდგენას. იურიდიულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ", - განაცხადა პრიცკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics