|
2023-09-27 16:46:20, 699 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი არის აზერბაიჯანის თანამონაწილე, წაქეზება და პროვოკაციაა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი აზერბაიჯანის თანამონაწილეა, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არის წაქეზება და პროვოკაცია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, აღსანიშნავია პარიზის პოლიტიკა აფრიკის კონტინენტზე, სადაც ის პირველად აცხადებს თავის გეგმებს, იძლევა დაპირებებს და კრიტიკულ მომენტში აფრიკის ქვეყნებს ტოვებს კიდეც. „ფანტაზიორი, რა უნდა ვთქვა. მსგავსი რამის შეფუთვას ძალიან მდიდარი ფანტაზია სჭირდება. ნამდვილად გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის წაქეზება, სხვა საკითხებთან ერთად. ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები, მათი ჩართულობა სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესში, როდესაც ისინი მოქმედებდნენ არა შუამავლის პოზიციიდან რეგიონში მშვიდობის აღდგენის მიზნით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)