11:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 16:06:58, 1108 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ტურისტების მზარდი დინამიკა

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აჭარას წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი ქონდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარაში 2022 წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია +46.3 %-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ვიზიტები რეგიონში გაზრდილია +20.2%-ით. ფრენების მატება გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია +12%-ით,ხოლო 2019 წელთან შედარებით +6%-ით.

„საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა მზარდი დინამიკა, სტატისტიკა ვიზიტორების. მორჩა რა საზღვაო ტურისტული სეზონი, ძალიან ხმამაღლა და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რას ემსახურებოდა ის კამპანიური ხასიათის სრულ სიყალბეზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდნენ მტრულად განწყობილი ჯგუფები.

2019 წელთან შედარებით 20%-ით გავზარდეთ ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე 46%-ით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა. მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე, მაინც იმუშავა იმ კამპანიამ და შესაბამისად, გარკვეულ პოტენციურ ვიზიტორებზე მაინც მოახდინა გავლენა წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა კამპანიამ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება და ხელწერა ამ რადიკალური ჯგუფების, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ცრუ კამპანიებით ჩვენი მოსახლეობის ფინანსური დაზარალება და შემდეგ ეს უკმაყოფილება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნებისთვის“,- განაცხადა რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics