|
2023-09-27 12:49:48, 625 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად ცნო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი შვილები ნიუ-იორკის სასამართლომ თაღლითობაში პასუხისმგებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CNN-ის ცნობით, მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, რომ ფინანსური ანგარიშები, რომლებსაც ტრამპი და მისი ოჯახის წევრები, დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში კრედიტორებსა და მზღვეველებს აწვდიდნენ, ყალბი იყო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ტრამპები "ნიუ-იორკის შტატის კანონის მუდმივი დარღვევისთვის სამართლებრივად პასუხისმგებელნი არიან". „დღეს, მოსამართლემ ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი და ტრამპის ორგანიზაცია წლების განმავლობაში ფინანსურ თაღლითობაში იყო ჩართული“,- თქვა გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა, რომელმაც დონალდ ტრამპს 2022 წლის სექტემბერში უჩივლა. სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერს გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)