|
2023-09-26 21:27:48, 692 ნახვა
მსოფლიო
შმიგალი - უკრაინამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება თითქმის დაასრულა
უკრაინამ თითქმის დაასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება სამთავრობო დონეზე. ეს აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ერთობა მრავალფეროვნებაში“ დამტკიცების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციის სრულ შესრულებაზე საუბარი. “დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა და ამჟამად უკრაინა მუდმივ კონსულტაციებშია ვენეციის კომისიასთან; გადაიტვირთა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისია; შესრულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ანტიოლიგარქიულ კანონთან დაკავშირებით; მედიისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობა ძალაში შევიდა; შემუშავდა კანონქვემდებარე აქტები ეროვნული უმცირესობების შესახებ ახალი კანონის განსახორციელებლად; FATF-ის სტანდარტების ფარგლებში შემუშავდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზა”, - განაცხადა შმიგალმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)