02:59 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 15:41:16, 918 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის თავდაცვა - მთიან ყარაბაღში არმია არ გვყავს

სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული,- ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალია განთავსებული, სიცრუეა.

"ისევე, როგორც წარსულში, აზერბაიჯანის ოფიციალურ ანგარიშებსა და მასმედიაში კვლავ ჩნდება ცრუ მტკიცება, რომ მთიან ყარაბაღში არიან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ და ახლაც განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics