03:12 - 29 May, 2026
|
2023-09-15 09:56:33, 934 ნახვა
მსოფლიო
NBC - მომავალ კვირას ზელენსკი ბაიდენს აშშ-ში შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. NBC-ის ცნობით, ნიუ-იორკში ყოფნისას ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეაში ვიზიტს აპირებს. მედიის ცნობითვე, ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა, ნიუ-იორკში თუ თეთრ სახლში, ვინაიდან, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, რომ ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ივლისში, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)