|
2015-02-10 14:28:30, 575 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა
ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას მარშით და საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდა. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის და ნატო-ში გაწევრიანების თემებს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს ნატო-ს მიმართულებით სვლას, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი. მანვე მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული “არსებითი პაკეტის” განხორციელების პროცესში უნგრული მხარის ჩართულობისათვის. გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მთავრობის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თავმჯდომარეს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)