2023-08-28 09:58:29, 1120 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 503 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 117-ზე მეტი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 503 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 1 117-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 485, კიევში - 129, ხარკოვში - 300, ჩერნიგოვის - 71, ლუგანსკის - 67, ნიკოლაევის - 97, ხერსონის - 112, დნეპროპეტროვსკი - 95, ზაპოროჟიეს - 99.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,