|
2023-08-24 13:29:39, 1128 ნახვა
ეკონომიკა
ახალი პრემიუმ ბარათი ბიზნესისთვის - Visa Signature Business „საქართველოს ბანკისგან“
„საქართველოს ბანკი“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას. ამჯერად, Visa-სთან პარტნიორობით, ბანკმა ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პრემიუმ ბარათი - Visa Signature Business გამოუშვა. Visa Signature Business-ი მაღალი კლასის ბარათია, რომელიც ბიზნეს კლიენტებს, მსოფლიოს გარშემო, განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს. ბარათის მფლობელები ისარგებლებენ ექსკლუზიური პირობებით და შეთავაზებებით. მათ შორის:
„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას. იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს გავუმარტივოთ ბიზნეს პროცესები და მეტად კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა, ამჯერად ახალი პრემიუმ ბარათი - Visa Signature Business წარვადგინეთ. მისი მეშვეობით, ბიზნეს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით და ექსკლუზიური პირობებით. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს.“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ. „მიხარია, რომ „საქართველოს ბანკთან“ ერთად, კორპორაციულ კლიენტებს შევთავაზებთ ისეთი მაღალი კლასის პრემიუმ ბარათს, როგორიც Visa Signature Business-ია. ბარათი, თავისი ექსკლუზიური უპირატესობებით, ფინანსების ოპერატიულად მართვისა და ეფექტური ანგარიშსწორების უალტერნატივო გამოცდილებას ქმნის. Visa, როგორც გლობალური მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, განაგრძობს საქართველოში ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას და ადგილობრივი ბიზნესებისთვის გამორჩეული და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას,“- განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)