13:00 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 17:32:59, 1068 ნახვა

რეგიონი
დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხი და დაეგო ასფალტო-ბეტონის საფარი.

„ამ ეტაპზე, არსებული კედლის დეკორატიული ფილებით მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს ასევე, მოეწყობა გარე-განათება.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი.

სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად ადგილზე მოინახულა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics