07:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 17:47:44, 1130 ნახვა

ეკონომიკა
დეგნანი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში მილიონობით ტურისტი შემოჰყავს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა, სადაც საქართველოში რიგით მერვე და იმერეთის რეგიონში პირველი ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი, Fresh forward-ის დიზაინის Subway გახსნა.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული Subway-ის რიგით მერვე ფილიალის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც მეორეა ბოლო თაობის Fresh Forward-ის ტიპის დიზაინის საქართველოში. ეს არის საერთაშორისოდ ცნობილი, ძალიან პოპულარული ამერიკული ბრენდი და მოხარულები ვართ მისი აქ გახსნით. ამერიკის საელჩო დაეხმარა ბევრ ამერიკულ კომპანიას, მოეძებნათ ქართველი პარტნიორები საქართველოში სხვადასხვა საქმიანობისთვის, რაც ზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს არა მარტო რეგიონის და ქუთაისის მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოსთვის. ძალიან კარგია, რომ აღნიშნული რესტორანი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგანაც ის ნამდვილად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში შემოჰყავს მილიონობით ტურისტი",- განაცხადა კელი დეგნანმა. 

აშშ-ის ელჩის თქმით, დღეს გავხდით მომსწრენი კიდევ ერთი დაკავშირებისა ამერიკასა და საქართველოს შორის, რომელიც მოიტანს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქართველი ხალხისთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Subway-ის ფილიალში ამ ეტაპზე 16 ადამიანია დასაქმებული. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics