|
2023-07-22 12:26:31, 1425 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბურსას გუბერნატორს იაქუფ ჯანბოლათს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბურსას გუბერნატორს იაქუფ ჯანბოლათს შეხვდა. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამოითქვა რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით. "თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბურსას მერთან, სავაჭრო პალატასთან, ქართული დიასპორის წარმომადგებთან",- აღნიშნულია ინფორმაციაში. ბურსას გუბერნატორთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)