|
2023-07-17 16:40:29, 1318 ნახვა
რეგიონი
„Air Baltic“ მგზავრებს ბათუმში დასვენების მიზეზებს აცნობს
ავიაკომპანია „Air Baltic“ მგზავრებს ბათუმში მოგზაურობის 10 მიზეზს უზიარებს. კომპანიის საბორტო ჟურნალში ბათუმის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომზადებული სტატიები ივნისი, ივლისისა და აგვისტოს პერიოდშია გამოქვეყნებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სტატიებში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები. „ავიაკომპანია „Air Baltic“ 70-ზე მეტ მარშრუტს ანხორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. მათ შორისაა პირდაპირი ფრენები რიგადან ბათუმის მიმართულებით, რომელიც გასული წლის ზაფხულს პირველად შესრულდა და წელს ივლისის ბოლოდან განახლდება. ჟურნალი ,,Baltic Outlook” მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)