|
2023-07-17 09:30:34, 2043 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა
თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტის (JSOU) ორგანიზებით, საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა. თავდაცვის უწყების ცნობით, საინფორმაციო ოპერაციების კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. "ლელა ჩიქოვანმა სემინარში ჩართულ უწყების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. სემინარის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის გაეცნო აშშ-ს სამხედრო დოქტრინალური მიდგომა კრიზისული სიტუაციების, ინტენსიური და დაბალი ინტენსივობის საინფორმაციო კამპანიების აღსრულებისას, ასევე სამხედრო საინფორმაციო ოპერაციების უპირატესობის მოპოვების ხერხები და მეთოდები. სემინარი ამერიკის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის (SOCEUR) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების 17 წარმომადგენელი, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები იღებდნენ",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)