|
2023-07-09 10:51:49, 1997 ნახვა
სამხედრო
JTEC-ში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 16 წარმომადგენელი იღებდა. "თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები JTEC-ში და ნორიოს საწვრთნელ არეალში ჩატარდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. სამხედროებმა კურსის პრაქტიკული ნაწილი ნორიოში განხორციელეს, სადაც მსმენელებს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება და წვრთნა-შეფასება. სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ. JTEC-ში მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)