04:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 18:35:17, 1197 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, რუსთავში, ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა შვილის არასრულწლოვან გერზე. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივლისს დააკავეს.  მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics