|
2023-06-30 22:25:42, 1285 ნახვა
სამართალი
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა. ''მას აღიარებული აქვს თავისი ბრალი. მეორე საკითხი, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. მისცა ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართლებლივ ფარგლებში რაც გვაქვს დღევანდელი მოცემულობით, სისხლის სამართლებრივ კოდექსში, იმით ვიხელმძღვანელებთ. თუნდაც გირაოს შუამგომლობა, თუნდაც პერსონალური თავდებობა,'' - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა. ნიკოლოზ გუგეშაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა 22 აგვისტოს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თქმით მას თავს უცნობი პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)