|
2023-06-27 12:20:30, 1128 ნახვა
სამართალი
ბექა გრიგორიადისი სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800 ლარით დააჯარიმა
ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს - მოსამართლემ პოლიციის ნაწილი დარღვევად არ მიიჩნია, თუმცა მიიჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მამამ Facebook-ის პირდაპირ ეთერში შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და ის ამ ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო. როგორც ბექა გრიგორიადისის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა გრიგორიადისი „ლაივ-პოსტი“, პოლიციელის იდენტიფიცირებას არ ახდენდა. "ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში გაავრცელა „ლაივ-პოსტი“, სადაც მას ჰქონდა შეფასებას საკუთარ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც იგი საუბრობს პოლიციასთან მის იდენტიფიცირებას არ ახდენს, სახელს და გვარს არ ასახელებს, თუმცა მოწმე პოლიციელი, როდესაც იმყოფებოდა სასამართლოში მან თქვა, რომ ეს შეურაცხყოფა მიიღო საკუთარ თავზე, რაც არ დასტურდებოდა, რომ მასზე იყო მიმართული და ასევე, მან დაადასტურა,ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირი შემოწმება მიმდინარეობდა ბექა გრიგორიადისის "ფეისბუქ" გვერდის,- განაცხადა ადვოკატმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)