|
2023-06-20 17:17:04, 886 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან „გერებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და იძულებით, დაზარალებულ არასრულწლოვნებს აიძულებდა ნაგვის ურნებში მუყაოს და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. ასევე ბრალდებული ითვისებდა და ერთპიროვნულად განკარგავდა არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარების თანხებსაც. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის ,,ბ" „გ", ,,ე" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)