00:06 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 15:51:39, 1360 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ, შესაძლოა, მოლაპარაკებებზე პუტინის საბოლოო ფოკუსირება გამოიწვიოს

უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ, შესაძლოა, ორი რამ გააკეთოს - საკუთარი პოზიცია ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან გააძლიეროს და შესაძლოა, გამოიწვიოს პუტინის საბოლოო ფოკუსირება მოლაპარაკებებზე, მის მიერვე დაწყებული ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენმა ვაშინგტონში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, კონტრშეტევა მშვიდობის დაახლოების და არა მისი გადავადების საშუალებაა.

"ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის მაქსიმალურ გაზრდას უკრაინისადმი ახლა, რათა მან შეძლოს წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე. უკრაინას შეუძლია დროთა განმავლობაში ძლიერი შემაკავებელი და თავდაცვითი შესაძლებლობები შექმნას თავისი სამხედროებისთვის. თუ რუსეთი მომავალში შეეცდება მორიგი აგრესიის განხორციელებას, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავი ეფექტურად დაიცვას",- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics