04:09 - 26 May, 2026
|
2023-05-31 19:03:37, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
კირბი - რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს აშშ მხარს არ უჭერს
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. როგორც კირბიმ აღნიშნა, აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის იმის მიწოდებას რაც სჭირდება ტერიტორიების დასაცავად, თუმცა არ დაუჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმას. „ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება. ბოლო 15 თვის განმავლობაში, ჩვენ უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში ვეხმარებით. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ არ გვინდა წავახალისოთ ან ხელი შევუწყოთ თავდასხმებს რუსეთის შიგნით, რადგან არ გვინდა ვიხილოთ ომის ესკალაცია“, - განაცხადა კირბიმ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)