04:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 19:41:03, 1485 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ნებისმიერი კომპრომისული სცენარი, რომელიც არ ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას, რუსეთის გამარჯვებისა ტოლფასია

ნებისმიერი კომპრომისული სცენარი, რომელიც არ ითვალისწინებს უკრაინის ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას, რუსეთის გამარჯვებისა და პუტინის რეჟიმის შენარჩუნების აღიარების ტოლფასია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის სცენარით თამაშის შემთხვევაში, გლობალურ პოლიტიკაში კონფლიქტების მკვეთრი ზრდა დადგება.

„შედეგად, გლობალურ პოლიტიკაში კონფლიქტების მკვეთრი ზრდა [დადგება]. ეს ყველაფერი რუსეთის სანუკვარი ოცნებაა. კითხვა რიტორიკულია: რატომ აგრძელებენ ცალკეული საზოგადო მოღვაწეები „რუსული მედიის სცენარით“ თამაშს და კონფლიქტის გაჭიანურებას?“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics