04:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 16:27:55, 1438 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 106 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 106 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის 8 ოფიცერი, 98 ჯარისკაცი და სერჟანტია.

"ჩვენი 106 მოქალაქე მიგვყავს სახლში. ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან - 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი. ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და შეასრულეს თავისი მისია, რამაც ხელი შეუშალა მტერს წინსვლაში აღმოსავლეთით. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია",- წერს ერმაკი.

ერმაკის თქმითვე, გათავისუფლებულებიდან  68 მებრძოლი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლების ტყვეობიდან უკვე 2 368 უკრაინელი გათავისუფლდა









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics