06:53 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 23:59:22, 1399 ნახვა

ომი უკრაინაში
უნგრეთმა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე ტრანშის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთმა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე ტრანშის გამოყოფა დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

ტრანშის გამოყოფა, რომელიც 500 მილიონ ევროს შეადგენდა ორშაბათს იგეგმებოდა. 

როგორც მედიასაშუალება წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, უნგრეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი თავის გლობალურ სტატუსს შეინარჩუნებს და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის.

ცნობისთვის, ევროპული სამშვიდობო ფონდი 2021 წელს დაარსდა და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით ფინანსდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics