|
2023-05-12 14:20:42, 2267 ნახვა
სპეციალური ანონსი
ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა
ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთს" ევროკომისიაში დაუდასტურეს. როგორც ევროკომისიის მიერ "ნეტგაზეთისთვის" გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, დეივიდ ო’სალივანი ამჟამად მესამე ქვეყნებს ეწვევა, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. "დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს", - ნათქვამია ევროკომისიის წერილში. ამასთან, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის სანქციების საკითხებში უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად. ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დააანონსა, რომელიც მესამე ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას შეეხება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)