|
2023-05-11 15:50:40, 1009 ნახვა
სამართალი
სამეგრელოში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც რაიონულ სასამართლოში განაცხადეს, დაზარალებული გოგონას მამის მიმართ დანიშნულია სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით. აღსანიშნავია, რომ აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. „ჩვენი პოზიცია იყო, რომ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ შეფარდებოდა, ვინაიდან საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის დანაშაულს. თავს არ გრძნობს დამნაშავედ“,- განაცხადა ერთ-ერთი დაკავებული მამაკაცის ადვოკატმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი 9 მაისს დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლისმე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)