|
2023-05-09 16:21:50, 1267 ნახვა
რეგიონი
ქედაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა, ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაბა ქედის და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის გმირთა მემორიალური დაფა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მეორე მსოფლიო ომში ქედიდან, 800-მდე ადამიანი იბრძოდა, რომელთა უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა. „ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავთნ დაკავშირებით კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ელესა"-მ შასრულა საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები. ღონისძიება ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)